ბერძენმა კანონმდებლებმა, მიუხედავად რამდენიმე მოწინააღმდეგისა, ხმათა უმრავლესობით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება შეძლეს.
THE JAKARTAPOST-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა პარლამენტარების ნაწილის დარწმუნება ვერ შეძლო. ხმის მიცემის დროს დარბაზი დატოვა პარლამენტის სპიკერმა ზოე კონსტანტოპულომ, ხოლო დარბაზში დაბრუნებულმა მიღებულ ზომებს "სოციალური გენოციდი" უწოდა.
პარლამენტის სხდომის პარალელურად ათენის ქუჩაში 12 ათასამდე პროტესტანტი იყო შეკრებილი.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთისთვის გამოყოფილი 86 მილიარდი ევროს 5 წლით ვადის გახანგრძლივების სანაცვლოდ საკანონმდებლო ზომების მიღებას ითხოვენ, რომელიც გადასახადების გაზრდასა და საპენსიო ასაკის მატებას ითვალისწინებს.
"უნდა გითხრათ, რომ ორშაბათი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული დღე იყო და მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებაზე გავლენა ექნება. არ ვიცი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა", _ მიმართა პარლამენტარებს, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, ეუკლიდ ცაკალოტოსმა.
საბერძნეთის პარლამენტის გარდა, ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმების რატიფიცირება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაშიც უნდა მოხდეს.