ეროვნული ვალუტა კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2716 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2716 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2697 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში ოდნავ გამყარდა.
კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4733 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5010 ლარს შეადგენდა.