"ივლიტას ბიბლიოთეკის“ სარემონტო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ბიბლიოთეკა 19 ივლისს. ივლიტას დაბადების დღეზე უნდა გაიხსნას და შესაბამისად, სამუშაოებიც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
დასუფთავების სამუშაოებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას.
სამშენებლო სამუშაოებში დღეს ისევ დაგვეხმარნენ ოზურგეთის მერიის თანამშრომლები. ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის" სანიაღვრე არხების რკინის სახურავი შეიძინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ _ კომპიუტერი.
4 კომპიუტერი და სკამები ბიბლიოთეკას დღეს გადასცა იუსტიციის სამინისტრომ.
მიმდინარე სამუშაოები დღეს პირადად მოინახულა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოგიმ ხელაძემ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ია ჩხაიძემ, რომლებმაც წიგნებთან ერთად საკრებულოს სახელით ბიბლიოთეკას 500 ლარი შემოსწირეს.
სამრევლოს სკოლის მეექვსე კლასელებმა (დამრიგებელი ფატიმა ბერძენიშვილი) ექსკურსიისთვის აგროვებული თანხა _ 100 ლარ ბიბლიოთეკას შემოწირეს.
დღეს შემოსული სხვა თანხები ასეთია: შოთა ბოლქვაძე _ 10 ლარი, ალეკო მეგრელიშვილი _ 20 ლარი, ინგა გიორგაძე _ 10 ლარი, ლია ვადაჭკორია _ 100 ლარი.
მოხალისეებს სადილი დღეს მანანა მინდაძემ მოუტანა. დღის მეორე ნახევარში არაჩვეულებრივი სუფრით მათ ნაირა რამიშვილი გაუმასპინძლდა.
შეგახსენებთ, რომ "ივლიტას ბიბლიოთეკა" 19 ივლისს, კვირას, 16 საათზე, ჩოხატაურში,"გურია ნიუსის" ოფისში სიმბოლურად იხსნება.
ბიბლიოთეკა მედიასახლ “გურია ნიუსისა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით, ახალგაზრდების ენთუზიაზმით, შრომით და სიყვარულით კეთდება.
ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციის, ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.
"ვერეს თაობა" გურიაში სახელმწიფოებრივი იდეების ირგვლივ ერთიანდება და სიყვარულით თანაცხოვრებას იწყებს!