საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას ესწრება. ივანიშვილი ბიბლიოთეკას ამ წუთებში ესტუმრა.
"საოცარი ენთუზიაზმი გამოიჩინეს ბავშვებმა. მე მოსვლაც კი მერიდებოდა. ქართველმა ერმა აჩვენა, რომ ვცოცხლობთ და ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიყოთ გაჭირვებაში. ეს შრომა, რაც ახალგაზრდებმა აჩვენეს, ჩემთვის შეუფასებელია.", _ აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.