რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის გასაპროტესტებლად ქალაქ ოზურგეთში, კინო-თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოზურგეთელმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. აქციაში 20 ახალგაზრდა მიიღო მონაწილეობა.
_ ახალგაზრდებს რა თქმა უნდა გვაწუხებს ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ყველაზე მთავარი პრობლემა არის მცოცავი ანექსია, რომელიც გრძელდება და თანდათან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოდის რუსეთის იმპერია, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ, ლევან სიხარულიძემ.