ამერიკის შეერთებულმა შტატების სპეცსამსახურის წარმომადგენლება ტერორისტული დაჯგუფება "ხორასანის" ლიდერი, მუშინ ალ ფადჰლი მოკლეს.
CNN-ის ინფორმაციით, ტერორისტული ბანდის ლიდერი 8 ივლისს მოკლეს, როდესაც ის სირიაში ტრანსპორტით მგზავრობდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენტაგონში, დღეს, ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
"მისი გარდაცვალება ალ-ქაიდას მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ საგარეო ოპერაციების ჩაშლას და დეგრადაციას გამოიწვევს", _ განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ქეფთმა.
როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.