26 ივლისს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "Tbilisi 2015" ოფიციალურად გაიხსნება.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ გახსნის ცერემონიას თვალი ადევნონ.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "Tbilisi 2015" 20:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონია ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება.