ნასა-მ კოსმოსის სივრცეში ყინულის მასა აღმოაჩინა.
DECCANCHRONICLE-ს ინფორმაციით, კოსმოსურ სივრცეში მომხდარი აღმოჩენით შესაძლოა პლანეტა მსოფლიოს გამყინვარების პერიოდის ერთ-ერთი საოცრება გახდეს.
„ჩვენ ვიცოდით, რომ მისია პლუტონზე ახალი საოცრებების აღმოჩენის საშუალებას მოგვცემდა, თუმცა, ახლა აღმოჩენიდან 10 დღის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოჩენამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.“_ აცხადებს ნასა-ს სამეცნიერო ცენტრის განყოფილებათა ხელმძღვანელი, ჯონ გრანსფელდი.
მისივე თქმით, პლანეტა მომაჯადოებლად ლამაზია.
„კლდოვანი წარმონაქმნებით, გამდინარე ყინულით, ეგზოტიკური ქიმიური ზედაპირით, პლუტონზე იქმნება პლანეტების გეოლოგიურად მომაჯადოებელი მრავალფეროვნება.“_ამბობს გრანსფელდი.
მეცნიერების თქმით, პლუტონის ატმოსფეროს ჰორიზონტზე აღმოჩენილი მეთანის ნაწილაკების შეჯახება იწვევს რთული ნახშირწყალბადების, როგორიცაა ეთილენი და აცეტილენის მილიტარიზაციას. ულტრაიისფერი მზის სხივები კი მის ზედაპირს წითელ შეფერილობას აძლევს.
ნასას თქმით, ფოტოზე ნათლად ჩანს ყინულის ნატეხი, რის გამოც ცხადი ხდება,რომ პლანეტაზე მიედინებოდა ან შესაძლოა კვლავ მიედინება დედამიწაზე არსებული ყინულის მსგავსი მასა.