რუსეთი არქტიკისა და ატლანტიკის არეალში საზღვაო სამხედრო ძალებს ნატო-ს საპასუხოდ გააძლიერებს.
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი ახალი საზღვაო დოქტრინის განხორციელებას გეგმავს,
რომელიც ჩინეთს-წყნარი ოკეანის, ხოლო ინდოეთს-ინდოეთის ოკეანის გამო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის, დიმიტრი როგოზინის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ბალტიის ზღვაში გამართულ ცერემონიაზე ყურადღება სწორედ არქტიკისა და ატლანტიკის მიმართულებით განსახორციელებელ გეგმებზე გაამახვილა.
"ამის მიზეზია ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალიან აქტიურად ვითარდება და მისი ჩვენს ნაპირებთან მოახლოება მიმდინარეობს, ამიტომ, ბუნებრივია რუსეთის ფედერაციამ მას უნდა უპასუხოს"-აცხადებს როგოზინი.
მისივე თქმით, მეორე ფაქტორი ყირიმისა და სევასტოპოლის შემოერთებას უკავშირდება.რაც შეეხება არქტიკას, ჩრდილოეთის ზღვის მნიშვნელობა იზრდება.
"მოგეხსენებათ, ჩვენ ახალ ატომურ ყინულმჭრელთა ფლოტს ვაშენებთ. 2017, 2019 და 2020 წლებში სამი ახალი ატომური ყინულმჭრელი მუშაობას დაიწყებს. გარდა ამისა, არქტიკა ჩვენთვის არის თავისუფალი გასასვლელი ატლანტიკურ და წყნარ ოკეანეებში." – განაცხადა როგოზინმა.