ორგანიზაცია "ახალგარზდა ადვოკატები" წუხილს გამოთქვამს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯორჯიან კაპიტალის" მოქმედების გამო, რომელმაც გამოიყენა საპროცესო უფლებამოსილება და არასრუწლოვან გიორგი კახურაშვილის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
როგორც ცნობილია, მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა, 2015 წლის 4 ივნისს გამართულ სხდომაზე, მოსარჩელე გიორგი კახურაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათილად სცნო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის ძალითაც, არასრუწლოვანის ქონება უფლებრივად იყო დატვირთული. 2015 წლის 4 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, კახურაშვილების ოჯახმა სასამართლოს 7-ჯერ მიმართა, თუმცა სასამართლომ საქმე არც ერთხელ არ მიიღო წარმოებაში.
მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახმა კიდევ ერთხელ სცადა სასამართლო გზით დარღვეული უფლების აღდგენა, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მოხდა საქმის წარმოებაში მიღება, რომლითაც მოთხოვნილია იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია გაკვირვებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოქმედებით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, შექმნა პრეცედენტი და სადავო საკითხი დაასაბუთა საერთაშორისო და ეროვნული სამართლის გამოყენებით. აღნიშნული გადაწყვეტილება, თამამად შეიძლება ჩაითვალოს, ქართული მართლმსაჯულების მიერ ერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარებისთვის, საეტაპოა. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ შემდგომ ინსტანციებში, არასრწულოვნათა ინტერესების საზიანოდ, საქმეს პრესპექტივა არ გააჩნია და მოწინააღმდეგე მხარის საპროცესო უფლების გამოყენება, მოემზადებინა სააპელაციო საჩივარი, საქმეზე მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება.
"ახალგაზრდა ადვოკატებმა" წერილით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რათა საქმის განხილვა ვადების დარღვევით არ მოხდეს და მოსამართლემ გაითვალისწინოს არასრუწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესები, რათა დავა სადაო საკითხის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება, არ გაჭიანურდეს. ამასთან, 2015 წლის 29 ივლისს, ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, სასამართლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.
"გიორგის ინტერესებისათვის ყოველ დღეს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო ხელისუფლება მეორე დონეზეც დადგება მოწოდების სიმაღლეზე, უპირველეს ადგილზე დააყენებს არასრულწლოვანის ინტერესებს, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მიიღებს არასრულწლოვანის ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას და საქმის განხილვას არ განახორციელებს საპროცესო ვადების სრულად გამოყენებით და დარღვევით. ჯერი კვლავ სასამართლოზეა, იმოქმედებს თუ არა არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით და უპასუხებს თუ არა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის მოთხოვნებს, თუ ოჯახი იძულებული გახდება ბავშვისათვის თავშესაფარი ეძებოს ევროპულ ქვეყნებში" – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
ამჟამად საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი განიხილავს. არასრუწლოვან გიორგი კახურაშვილის საქმეზე წარმომადგენლობას "ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებელი, მარიკა არევაძე ახორციელებს.