ჩინეთში 2008 წელს ჩატარებული ოლიმპიადის შემდეგ, პირველად პეკინი 2022 წელს,როგორც ზამთრის ასევე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.
BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ პეკინში 2008 წლისთვის აშენებული სპორტული კომპლექსები არსებობს, ახლა ისინი მძიმე მდგომარეობაშია და ჩვენი შეფასებით ოლიმპიური სოფლის,სპორტული ობიექტების და სხვა ინფრასტრუქტურისთვის 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება."_აცხადებენ ოლიმპიურ კომიტეტში.
მათივე თქმით, პეკინმა უნდა დააჩქაროს ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების, კულტურისა და ტურიზმის განვითარება.
გავრცელებული ინფორმაციით, თამაშების ნაწილი პეკინში, ნაწილი კი მასთან ახლოს მდებარე ქალაქ ჩჟანცზიაკოუში ჩატარდება.
როგორც ცნობილია, 2 წლის უკან პეკინი და ალმატი თამაშგარეთ განიხილებოდნენ, თუმცა პოლიტიკური თუ ფინანსური მიზეზების გამო, პეკინმა ყაზახეთის ქალქი ალმატი კენჭისყრაზე 44 ხმიდან 40 მხარდამჭერით დაამარცხა.