ლანჩხუთის მუნციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოასაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის გურიის განყოფილების წარმომადგენლები. "გურია ნიუსი" მუშაობს ავტოკატასტროფის დეტალების დადგენაზე. დამატებით ინფორმაციას შემთხვევის შესახებ რამოდენიმე წუთში მოგაწვდით.