ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ წუთებში ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა პაციენტის ახლობლებსა და პოლიციას შორის.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, რაც მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია დაახლოებით 30 წლამდე ახალგაზრდა ქალი.
გარდაცვლილის ნათესავები დაზარალებულის გარდაცვალებას სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დაგვიანებას უკავშირებენ.
ხმაური და დაპირისპირება კი იმან გამოიწვია, რომ მათ კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და არ მისცეს საშუალება გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაეყვანათ.
სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" მობილიზებული არიან საპატრულო და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები.
თვითმხილვევთა თქმით, გარდაცვლილის ახლობლებმა ჩაამტვრიეს სამედიცინო ცენტრის ფანჯრები.
"გურია ნიუსი" შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობს. დეტალებს მალე შემოგთავაზებთ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved