რუსმა სამართალდამცავებმა ინგუშეთში "ისლამური სახელმწიფოს" 8 წევრი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კონტროლის პალატამ განაცხადა,რომ დაღუპულებს შორისაა დაჯგუფების ლიდერი ადამ თაგილოვი, რომელსაც ბრალად ედება დეკემბრის თვეში ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ტერაქტის მოწყობა, რის გამოც 25 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.
რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, 1000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა.ისინი ფიქრობენ, რომ უფრო დიდი საფრთხე ამ მოქალაქეების დაბრუნების შემდეგ შეიქმნება.