ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ბოკო ჰარამმა" კამერუნში მორიგი თავდასხმა განახორციელა.
REUTER-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-მდე მაცხოვრებელი დაჯგუფების წევრებმა გამოსასყიდის მიზნით გაიტაცეს.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ, რადგან მათ წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.
ცნობილი ხდება, რომ მთავრობა 2 000-მდე სამხედროს რეგიონის დასაცავად გაგზავნის.