მსოფლიოს მილიარდერთა უმეტესობა გამოირჩევა ექსცენტრიკულობით, თუმცა მათ შორისაც არიან განსაკუთრებულები – ისინი, რომლებიც მილიონობით დოლარს ხარჯავენ იმაში, რომ უკვდავები გახდნენ.
დონ ლოჰლინი
84 წლის მილიარდერი და ლას-ვეგასში კაზინოს მფლობელი დონ ლოჰლინი დიდ ფულს ხარჯავს კრიონიკის განვითარებაზე – ადგილზე, სადაც გარდაცვალების შემდეგ გაყინული ადამიანების გაცოცხლება უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, ლოჰლინი კომპანია "ალკორ ლაიფ იქსთენშენის" კლიენტია. ეს კომპანია ადამიანებს მათი გარდაცვალების შემდეგ აზოტში ინახავს, რათა მომავალში მათი გაცოცხლება მოხერხდეს. საინტერესოა, რომ ლოჰლინი თავისი ფულის გაყინვასაც გეგმავს – მას სიკვდილის შემდეგ გაცოცხლების იმედი აქვს და ფიქრობს, რომ ფული აუცილებლად გამოადგება.
დევიდ მერდოკი
92 წლის მილიარდერი დევიდ მერდოკი არ ცხოვრობს იმის ილუზიით, რომ უკვდავი გახდება, მაგრამ ფიქრობს, რომ სავსებით რეალურია, ადამიანმა 125 წლამდე იცოცხლოს. ამ მიზნით, ის სპეციალურ ვარჯიშებს ასრულებს და დიეტას იცავს – მხოლოდ ბოსტნეულსა და თევზეულს მიირთმევს. მერდოკი დიდ ფულს ხარჯავს სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მომუშავე სამეცნიერო პროგრამებზე. მან დააარსა ორი სამეცნიერო ინსტიტუტი, სადაც სწავლობენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, იკვლევენ გენეტიკურ გადაცდომებსა და დაავადებების მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებებს.
რობერტ მილერი
კანადელი მილიარდერი რობერტ მილერი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ ის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე ფიქრობს და ამ მიზნით, მან თავისი ბედი დაუკავშირა უკვე ნახსენებ "ალკორ ლაიფ იქსთენშენს" – მილერი სიკვდილის შემდეგ კრიოგენურ კაფსულაში მოხვდება და თუკი გამოიგონებენ სიკვდილის წამალს, ის დაუბრუნდება ამქვეყნიურ ცხოვრებას.