გავრცელებული ინფორმაციით, პირველ აგვისტოს, სოფელ სუფსაში, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარის დროს დაშავებული პოლიციელი ზვიად პეტრიაშვილი გარდაიცვალა.
აღნიშნული ფაქტი "გურია ნიუსს" ლანჩხუთელმა პოლიციელებმაც დაუდასტურეს.
დაღუპული პოლიციელი სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მერვე მსხვერპლია.
ცნობისთვის _ პეტრიაშვილმა ავტასაგზაო შემთხვევისას, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა და სუფსის განყოფილების პოლიციის კუთვნილი „პიკაპი“ შეეჯახა ერთმანეთს, საკმაო მძიმე დაზიანებები მიიღო, მას თავზე ოპერაციაც გაუკეთდა, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა მაინც ვერ შესძლეს.