მოვამზადოთ ჩვეულებრივი კარტოფილის პიურე. ნუ გავათხელებთ, ვუყოთ ცოტა მარილი და დავდოთ ცალკე. მან ამჯერად ცომის ფუნქცია უნდა შეასრულოს. შემდეგ მოვხარშოთ სოკო, გავწუროთ, დავკეპოთ და მოვშუშოთ ცხიმსა და ხახვში. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნედლი პიტნა, ცერეცო, ოხრახუში, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით და ავურიოთ.
შემდეგ ეს მასა დავდოთ გაბრტყელებულ პიურეს "ცომზე", რომელსაც ასევე ცომის მსგავსად გავაბრტყელებთ საფქვილებელში.
სოკო ისე თანაბრად გავანაწილოთ ზედ, რომ რულეტი გადავახვიოთ. ანუ, შევფუთოთ პიურეს საფარით. შემდეგ ეს სოკოს რულეტი შევდოთ ჰაერღუმელში, ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული. 15 წუთში მზად იქნება. გამოვიღოთ, გაგრილდეს და დავჭრათ, როგორც რულეტი.