"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი თბილისშია. არგენტინელი ფეხბურთელი, ხვალ, გუნდთან ერთად, დინამო არენაზე "სევილიას" დაუპირისპირდება.
მესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელია. მიღებული აქვს ფიფა-ს ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობა _ ოთხი, რომელთაგან პირველი ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მოიგო.
მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.