ბრიტანული მასმედიის მტკიცებით, ახლო წარსულში პოპულარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი უახლოეს მომავალში ახალი ბიზნესით დაკავდება და ვისკის წარმოებას დაიწყებს.
ცოტა ხნის წინ ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ბიზნესპარტნიორ საიმონ ფულერთან ერთად ის შოტლანდიური ვისკის გამოშვებას აპირებს, რომლის სახელწოდება იქნება "Night Club".
სასმელს შოტლანდიის უძველეს ქარხანაში ჩამოასხამენ, რომელსაც 400-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.
დევიდ ბექჰემის თქმით, ახალი ვისკის წარმოებით, ძველი ტრადიციების შენარჩუნება და ვისკის სამყაროში ახალი სიტყვის თქმა იგეგმება.