ცოტა ხნის წინ ამერიკულმა სპორტულმა მასმედიამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
კრივის ცოცხალმა ლეგენდამ მაიკ ტაისონმა აღაიარა, რომ იყო პერიოდი მის ცხოვრებაში, როდესაც იგი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.
ლეგენდარულმა მოკრივემ განაცხადა, რომ 2009 წელს, მას შემდეგ, რაც უბედური შემთხვევის გამო მისი 4 წლის ქალიშვილი დაიღუპა, ის თავის მოკვლაზე ფიქრობდა – ყოველ ღამით დიდი დოზით იღებდა წამლებს და ოცნებობდა, რომ დილით არ გაეღვიძა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ტაისონი სამჯერ იყო დაქორწინებული და სხვადასხვა ცოლისგან. მას რვა შვილი ჰყავს. ამჟამად ექსმოკრივე საკუთარი საპრომოუტერო კომპანიის საქმეებით არის დაკავებული და მომავალში არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა მოკრივეების მწვრთნელადაც დაიწყოს მუშაობა.