სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" საკუთარი ტელეარხი აქვს, რომელიც მთლიანად ფეხბურთსა და საკლუბო თემებს აშუქებს.
ზოგადად, საკლუბო ტელეკომპანიებში, ძირითადად კომენტატორები და საფეხბურთო ექსპერტები არიან დასაქმებულები.
თუმცა, "ცრვენა ზვეზდა" გამონაკლისია, რადგან მის ეთერში სერბეთის ყველაზე ლამაზი სპორტული ჟურნალისტი მუშაობს.
ულამაზესი კატარინა სრეჩკოვიჩი სერბეთის პირველ არხზე ამინდის წამყვანი იყო, როცა "ცრვენა ზვეზდაში" მიიწვიეს და ამჯერად, მას ძირითადად საუბარი მწვრთნელებზე, ტაქტიკაზე, პენალტებზე და თამაშგარე მდგომარეობაზე უწევს, რასაც წარმატებით ართმევს თავს.