19 ქვეყნის ფინანსთა მონისტრები საბერძნეთის მიერ მესამედ დახმარების თხოვნას დათანხმდნენ.
EURONEWS-ის ინფორმაციით, ევროჯგუფი მხარს უჭერს ათენისთვის 86 მილიარდი ევროს საგანგებო სესხის სახით გამოყოფას.
ევროჯგუფის თავმჯდომარემ, ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრმა, ჯორეონ დისჯელბოემ განაცხადა, რომ ხელშეკრულების პირობები "ამბიციური და ყოვლისმომცველია."
"თუ განსაზღვრა განხორციელდება, გარიგება საბერძნეთს საშუალებას მისცემს ეკონომიკა ისევ გაზარდოს,"_ განაცხადა მან.
ევროკომისიიის პრეზიდენტის თქმით, საბერძნეთის ევროზონის წევრობის ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემა მოგვარებულია.
"ევროჯგუფის დღევანდელი შეტყობინება არის ხმამაღლა და მკაფიოდ ნათქვამი, ამ ხელშეკრულების საფუძველზე საბერძნეთი ევროზონის წევრად დარჩება," _ განაცხადა ევროკომისიიის პრეზიდენტმა, ჯინ -კლაუდ ჯანკერმა.
როგორც ცნობილია, ევროჯგუფმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბერძენმა დეპუტატებმა მესამე სადამხმარებლო სესხის მისაღებ პირობებს კენჭი უყარეს.
ხელშეკრულების თანახმად, საბერძნეთის მთავრობამ ხარჯები უნდა შეამციროს და გადასახადები გაზარდოს.
მიღებული გადაწყვეტილება ევროზონის წევრი ქვეყნების პარლამენტარებმა, მათ შორის გერმანიის ბენდესტაგმაც უნდა დაამტკიცოს.