ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მომხდარ აფეთქებას საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ექსპერტები გამოეხმაურნენ.
EURONEWS-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ანალიტიკოსის, მეთიუ უილერის ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდასხმა უპრეცედენტოა.
"ეს არის ძალიან სერიოზული ინციდენტი, ყველაზე სასიკვდილო ტერაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმას არ ჰგავს, რაც ჩვენ წარსულში ვნახეთ, ეს ახალი ტიპის თავდასხმაა ბანგკოკში და არის ის, რაც ტაილანდის უსაფრთხოების შესახებ საუბრობს.“_განაცხადა მან.
მისივე თქმით, ტერაქტი ქვეყნის სიღრმეში პოლიტიკურმა დაყოფამ გამოიწვია.
"ამ დროისთვის ტაილანდში რთული გარემოა შექმნილი და სიმართლის პოვნაა საჭირო. ძირითადად ინსტიტუტები პოლიტიზირებულია, მედია სამხედრო ხელისუფლების ძლიერი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული. ვფიქრობ, ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები სიფრთხილით უნდა მიიღოს.“_აცხადებს მეთიუ უილერი.
უსაფრთხოების საკითხში სხვა ექსპერტების თქმით, ხუნტამ თავდასხმის საბაბად შესაძლებელია რეპრესიები გამოიყენოს.