თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი ლეკვების გაჩუქების აქცია დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით თავშესაფრიდან გასული ლეკვები, უსაფრთხოა, როგორც ადამიანებისთვის, ასევე სხვა ცხოველებისთვის, მათ ჩატარებული აქვთ ლაბორატორიული გამოკვლევები, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია, არიან სრულიად ჯანმრთელი და იდენტიფიცირებული საჭდის სახით.
ლეკვის ჩუქების შემთხვევაში პატრონს ადგილზე გადაეცემა სარეგისტრაციო მოწმობა.
სააგენტოს ინფორმაციით აქციის მიზანს წარმოადგენს უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
ლეკვების გაჩუქება გაიმართება ყოველ კვირას მთაწმინდის პარკში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს ჩაერთონ ცხოველებზე ზრუნვაში.