რეზი არველაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა. არველაძის კანდიდატურა რამდენიმე ორგანიზაციამ წარადგინა _ მათ შორის იყოს გურიის ფეხბურთის ფედერაცია:
_ ხვალიდან ვაჩერებ ყველა ტიპის აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივ საქმიანობასთან. ვიტოვებ მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას.
უახლოეს პერიოდში UEFA-ს ეგიდით რამდენიმე, სტრატეგიული ფორუმი იმართება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის შემდგომი განვითარებისათვის. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, კერძოდ 17 სექტემბრიდან გადავდგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან.
მინდა ჩემი გამოცდილება და კონტაქტები ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეს მოვახმარო. მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი წინადადება, რადგანაც სწორედ ერთობლივი ქმედებებით იქნება შესაძლებელი მთავარი მიზნის – ქართული ფეხბურთის წარმატების მიღწევა მისი სწორი განვითარების გზით, _ განაცხადა არველაძემ.
ამავე თემაზე: ბოდიში ჟორდანიას, სიურპრიზი გამგებელს _ ლანჩხუთი "სირცხვილს ვერ ასცდა"