საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ევა გოცირიძის ოჯახი 6 ბინის და 5 მიწის ნაკვეთის მფლობელია. ამის შესახებ გოცირიძის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 23 აგვისტოს შეავსო.
კონკრეტულად კი, ევა გოცირიძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, რომლის ფართობი – 45.00 კვ.მ-ია. 50%-იან წილს ფლობს თბილისში, სანზონაში, მდებარე 75.00 კვ.მ-ის ფართობის ბინაში, რომლის თანამესაკუთრე ოლანი გოცირიძეა.
ასევე, 50%-იან წილს ფლობს ამბროლაურის რაიონი სოფელი ხოტევში მდებარე- 200.00 კვ.მ -ის ფართობის ბინაშიც (თანამესაკუთრე ოლანი გოცირიძე).
რაც შეეხება გოცირიძის მეუღლის, მინდია უგრეხელიძის ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ქუთაისში, თამარ მეფის 1-ლ ჩიხში მდებარე 300.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას და თბილისში, წყნეთში მდებარე 120.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას;
გარდა ამისა, გოცირიძე-უგრეხელიძის ოჯახი ბინას საფრანგეთში, სტრასბურგშიც ფლობს, რომელიც მარნის ბულვარზე, მდებარეობს და მისი ფართობი 100.00 კვ.მ-ია. ბინის 50-50% მინდია უგრეხელიძესა და ევა გოცირიძეს ეკუთვნით.
გოცირიძის საკუთრებაშია ამბროლაურის რაიონი სოფელი ხოტევში მდებარე 3000.00 კვ.მ -ის ფართობის მიწის ნაკვეთი (თანამესაკუთრე ოლანი გოცირიძე); გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი – 1300.00 კვ.მ-ია.
უგრეხელიძე კი ფლობს ქუთაისში, თამარ მეფის 1-ლი ჩიხში მდებარე 500.00 კვ.მ-ის, ტყიბულში, ბობოთში მდებარე 300.00 კვ.მ-ისა და წყნეთში – 700.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთებს.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მინდია უგრეხელიძე ფლობს 2001 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა ფოლქსვაგენ პასატს და 2000 წელს გამოშვებულ მერსედეს სიალკას.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახმა ერთი წლის განმავლობაში შემოსავლის სახით 141 000 ლარი მიიღო.
კერძოდ, ევა გოცირიძეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 90 000.00 ლარის შემოსავალი ჰქონდა; უმაღლესი სასწავლებლიდან (დეკლარაციაში მითითებული არ არის სასწავლებლის სახელწოდება) – 7800.00 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან 28525.00 ლარის შემოსავალი მიიღო.
მინდია უგრეხელიძემ კი, უმაღლესი სასწავლებლიდან (დეკლარაციაში მითითებული არ არის სასწავლებლის სახელწოდება) 43200.00 ლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ოჯახის საკუთრებაში 36 ათასი ევრო და 74527 ლარი იყო. კონკრეტულად კი, ევა გოცირიძის საფოსტო ბანკი ანაბარის ანაბარზე 21000.00 ევრო იყო; საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე – 300.00 ლარი; რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 5000.00 ლარი; თი–ბი–სი ბანკის ანაბარზე კი, – 68000.00 ლარი.
მინდია უგრეხელიძის სახელფასო ანგარიშზე თი–ბი–სი ბანკში – 27.00 ლარი; საპენსიო ანგარიშზე კი – 1200.00 ლარი ირიცხებოდა.
რაც შეეხება ოჯახის საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულს – ევა გოცირიძეს 10000.00 ევრო, მინდია უგრეხელიძეს კი – 5000 ევრო ჰქონდა.
რაც შეეხება ოჯახის გასავალს, ერთი წლის განმავლობაში მათ 7010 ევრო და 4700 ლარი დახარჯეს.
კერძოდ, ევა გოცირიძის მკურნალობის ხარჯი 460.00 ევრო; მგზავრობის ხარჯი – 2500.00 ევრო; სწავლის გადასახადი – 2850.00 ევრო დაჯდა.
მინდია უგრეხელიძე მგზავრობის ხარჯი – 3000.00 ლარი და 1200.00 ევრო; ხოლო მკურნალობის ხარჯი – 1700.00 ლარი დაჯდა.
დეკლარაციის მიხედვით, უგრეხელიძე-გოცირიძის წყვილს ერთი შვილი, 15 წლის გაგი უგრეხელიძე ჰყავს.