25 აგვისტოს საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა – ვაკეში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" და თასის მფლობელი თბილისის "დინამო" დაუპირისპირდნენ. გია გეგუჩაძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და ტიტულს დაეუფლა – 1:0.
I ტაიმი უგოლოდ მორჩა, მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო მომენტები იყო, რომელთა შორის ქვილითაიას თავურს გამოვარჩევთ – "დინამოს" ფორვარდმა ახლო მანძილიდან ააცილა.
მეორე ტაიმის 76-ე წუთზე ჯიღაურის შესანიშნავი პასის შემდეგ ანგარიში 22 წლის ვახატანგ ჭანტურიშვილმა გახსნა.
87-ე წუთზე კი "დინამოს" გოლკიპერმა გიორგი ბიგაშვილმა აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი – 1:0.
თბილისის "დინამომ" საქართველოს სუპერთასი ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა.