ბათუმის მერიის პრესსამსახური ”ალის და ნინოს” ქანდაკების დემონტაჟთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გურია ნიუსი უცვლელად გთავაზობთ:
_ ”ალი და ნინოს” ქანდაკების ადგილის შეცვლა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მისი საძირკველის დაზიანების გამო გადაწყდა. სკულპტურა, თავის დროზე, ზღვასთან ახლოს ტექნიკური დეტალების გათვალისწინების გარეშე დაიდგა.
ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის თანხმობის საფუძველზე და ქანდაკების ავტორთან შეთანხმებით, „ალი და ნინო“ ზღვის სანაპიროდან 50 მეტრის მოშორებით განთავსდება.
დღეს ქანდაკების ადგილის შეცვლა ბათუმში გუშინ მომხდარმა სტიქიამ განაპირობა. სამწუხაროდ, სკულპტურის გადატანისას დაზიანდა მისი რამდენიმე ფირფიტა.
კომპანიას „არნაბი 21“, რომელიც „ალი და ნინოს“ გადატანის სამუშაოს ახორციელებდა, სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების გამო, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრება.
დაზიანება მასშტაბური არ არის და უმოკლეს პერიოდში, ავტორთან კონსულტაციის შემდეგ აღდგება
„ალი და ნინოს“ ახალ ადგილზე მონტაჟი 5 სექტემბერს დასრულდება.“
Developed By Web Features 2024 © All rights reserved