საქართველოს პრზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ მედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს მედიაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციით დადგენილ თავისუფლებას.
"პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადოება სახელმწიფოს დემოკრატიულობის საფუძველია. ქართული საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით. სწორედ ამ საზოგადოების ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქენი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, შემაშფოთებელია ის ტენდენცია როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს. მით უფრო, ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნაში დემოკრატიისა და კონსტიტუციის გარანტი, ყურადღებით ადევნებს თვალს მედიაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციით დადგენილ თავისუფლებას," _ აღნიშნულია განცხადებაში.