ახალციხეში, წინუბანში ხაძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადგილობრივი ჯგუფები, რომლებსაც გუშინ ღამით თბილისიდან დამხმარე ძალა დაემატათ.
ოფიციალური ინფორმაციით, დაიწვა 1 ჰექტრამდე ტყის მასივი. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.