მოგიმზადებიათ თუ არა შინაურ პირობებში ბურახი? ეს ძალიან გემრიელი, წყურვილის მომკვლელი სასმელი არც ისე ძნელი მოსამზადებელია და მეტად საამოა ზაფხულისა თუ შემოდგომის ცხელ და თბილ დღეებში.
10 ლიტრი წყალი ავადუღოთ და ჩავასხათ მხოლოდ მომინანქრებულ, დიდი ტევადობის ჭურჭელში. ჩავდოთ მასში ერთი კილოგრამი ოდენობის შავი, გახუხული პური. გავაჩეროთ სამი საათით. შემდეგ ამოვიღოთ. კილონახევარი შაქარი და 100 გრამი საფუარი კარგად გავხსნათ იმავე ჭურჭლიდან ამოღებულ ცოტა რაოდენობის წყალში. შემდეგ ჩავასხათ და კარგად ვურიოთ, სანამ შაქარი სრულად არ გაიხსნება.
დავდგათ ხუთი საათის განმავლობაში. მერე კიდევ მოვურიოთ, გავწუროთ მარლაში და შევდგათ მაცივარში.
მეორე დღიდან შეგიძლიათ მიირთვათ.