საჭირო მასალა: 1 კგ. ბადრიჯანი, მწვანილეული _ ოხრახუში, ნიახური, ქინძი, რეჰანი თითო პატარა კონა, 1 კგ. კარტოფილი, 5-6 თავი საშუალო ზომის ხახვი, 1 კგ. პომიდორი, ზეთი, ცოტა კარაქი, ნიორი, წიწაკა, მარილი გემოვნებით.
ბადრიჯანი სიგრძეზე ოთხად გავჭრათ, შემდეგ კი შუაზე და მოვაყაროთ ცოტა მარილი. ერთი საათის შემდეგ გავწუროთ ფრთხილად, არ დაიჭყლიტოს.
ალყად დაჭრილი ხახვი, წმიდად დაჭრილი ნიორი და მწვანილეული ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ წიწაკა.
ქვაბის ფსკერზე დავასხათ ზეთი. პირველ ფენად სიგრძეზე დაჭრილი კარტოფილი დავაწყოთ, შემდეგ ბადრიჯანი, მოვაფინოთ არეული მწვანილი და ხახვი. შემდეგ _ისევ კარტოფილი, ბადრიჯანი და ა.შ. შიგადაშიგ მოვაყაროთ მარილი.
ბოლოს, დავალაგოთ მთელ-მთელი პომიდორი და დავუმატოთ კარაქი.
ვშუშოთ ნელ ცეცხლზე. როცა კარტოფილი მოიხარშება, უხორცო ჩანახი მზადაა.