საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის, უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ პეტიციას 25 000-ზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას UKRAINE TODAY ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პეტიცია 1-ელ სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა და 25 000 ადამიანის ხელმოწერა იყო საჭირო.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული ინიციატივა 10 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს, თუმცა ოდესის გუბერნატორმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მის ინტერესებში უკრაინის პრემიერის პოსტის დაკავება არ შედის.