"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პროექტის ფარგლებში 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუნდეტებს 3000-3000 ლარი გადაეცემათ, ხოლო სკოლას კი 1000-1000 ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის, ნათია ზედგინიძის ინფორმაციით, ნატო ბაჯელიძე (სოფელი ბახვი) და სალომე მიქატაძე (სოფელი ოზურგეთი) 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ და მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
პროექტი წელს პირველად განხორციელდა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან გამოიყო ფინანსები.