საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, მალხაზ ბოლქვაძე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალის უკანონოდ მოჭრის, დამზადებისა და ქ. ბათუმამდე ტრანსპორტირებაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.