სირიაში შეტაკებები ისევ გრძელდება. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სირიის აღმოსავლეთით ბაზას უტევენ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შეტაკებას მსხვერპლი სირიის სამთავრობო ჯარებიდან და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მხრიდანაც მოჰყვა.
როგორც ცნობილია, 18 ჯარისკაცი და 23 ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი დაიღუპა.
სირიის ადამიანთა უფლებების ობსერვატორიის განცხადებით, იერიშის დროს ისლამურმა სახელმწიფოს მებრძოლებმა მინიმუმ ორი სამხედრო მანქანა დაბომბეს.
გავრცელებული ცნობით, ბაზა პრეზიდენტ ბაშარ ალ-საადის ბოლო საყრდენია.