ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის სამ კურსდამთავრებულს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 100% -იანი გრანტით ჩაირიცხნენ, ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ 1000-1000 ლარი გადასცა.
N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამთა ანდღულაძემ, N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა რევაზ ირემაძემ და N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მარიამ დარჩიამ, ფულადი პრიზის გარდა გურიის გუბერნატორისგან საჩუქრად საშობაო ეპისტოლეები მიიღეს.
ქალაქ ოზურგეთის მერიის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და სამრევლო სკოლას ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფულადი ჯილდო გადაეცემა.