ბერლინის გარეუბანში, საბჭოთა სახელმწიფოს დამფუძნებლის, ვლადიმერ ლენინის 19-მეტრიანი ქანდაკების ნაწილები ამოთხარეს.
EURONEWS-ის ცნობით, გათხრები მუზეუმის მიერაა ორგანიზებული, რომლის მიზანია ქანდაკება გამოფენაზე გაიტანოს.
საიდუმლო ადგილი, სადაც გრანიტის ლენინის ძეგლი 1991 წელს დაკრძალეს ტყეში ის ტერიტორიაა, სადაც იშვიათი სახეობის ქვიშის ხვლიკები ბინადრობს.
ვიდრე გათხრები მიმდინარეობდა ქვიშის ხვლიკებს ადგილი შეუცვალეს, რომ მათი უნებლიე გასრესა თავიდან აეცილებინათ.
როგორც ცნობილია, 1991 წლის ნოემბერში ვიდრე ლენინის ძეგლის დემონტაჟი მოხდებოდა, ის აღმოსავლეთ ბერლინში, ფრეიდრიხჩშაინის რაიონში ლენინის მოედანზე იდგა.