რამდენიმე წლის წინ პატარა კუნძულ ანტიკიტერის სიახლოვეს, რომელიც კრეტასა და საბერძნეთს შორის მდებარეობს, არქეოლოგებმა საიდუმლოებით მოცული ხელსაწყო აღმოაჩინეს. მას ანტიკიტერიული მექანიზმი უწოდეს. ხელსაწყო რომაული ხომალდის ნანგრევებში იყო. ხომალდი ძველი წელთაღრიცხვით 80-60 წლებით თარიღდება.
მიმდინარე წელს კომპიუტერისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაირკვა, რომ მექანიზმი სხვა არაფერია, თუ არა ასტრონომიული ხელსაწყო ადამიანების პირადი ჰოროსკოპის შესადგენად. მისი საშუალებით რეალურად იყო შესაძლებელი ადამიანის მომავლის წინასწარ განჭვრეტა მინიმუმ ათი წლით ადრე.
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ასეთ ხელსაწყოს ბევრი მეცნიერი ინატრებდა. მას წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს.