საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში იმყოფება. პრემიერმა კომპანია "გურიელის" ჩაის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, რომელიც უახლესი ტექნიკის დანადგარებით არის აღჭურვილი.
მთავრობის მეთაურმა საწარმოს გახსნისას ისაუბრა ქართული ჩაის მნიშვნელობასა და მისი განვითარების შესახებ.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან მალე დადებს ჩაის განვითარების დოკუმენტს.
სხვა თეებზე პრემიერმა ჟრნალისტების შეკიხვებს არ უპასუხა და აღნიშნა და რომ "როგორც ჩანს ჟურნალისტებს ჩაი არ უყვართ".
საწარმოდან პრემიერი სოფელ შემოქმედში გაემზგავრა, სადაც ის ადგილი მოინახულა, რომელიც გასულ წელს სტიქიამ დააზარალა და დღეს თანამედროვე სტანდარტების სკვერია გაკეთებული.
ამ წუთებში ოზურგეთის ირაკლი ღარიბაშვილს ალეგრობა-ოზურგეთობის დღესასწაულზე ელოდებიან.