ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს . საპატიო ოზურგეთელის წოდება უკვე მეორე წელია ენიჭებათ შრომითა და დამსახურებით გამორჩეულ ოზურგეთელებს. წელს ამ ტიტულის მფლობელები გახდნენ: ბიბლიოთეკარი ზინაიდა სალუქვაძე, ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი და ხელოვანი გულღია სალუქვაძე, მსახიობი გაბრიელ მდინარაძე და მეცნიერი ვოვა ცანავა.
ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დღესასწაულს "ალეგრობას" ესწრება, რომლის დასრულების შემდეგ იგი ოზურგეთს დატოვებს.