ქალაქ ოზურგეთში, ზვანში დაკავებული ბ.მ.-ს დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური "გურია ნიუსთან" პირველ კომენტარს აკეთებს.
"ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები. ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები ამოიღეს, რასაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციის მოწოდებისგან თავს ვიკავებთ."_ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა მამაკაცი, ბ.მ. დააკავეს.
ამავე თემაზე: რა მოხდა დღეს ოზურგეთში _ "ბავშვი შიშის ქვეშაა"