დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაეროს სამიტზე, თემაზე – 2015 წლის შემდგომი განვითარება, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების შეხვედრაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, SDG სამიტის ინტერაქტიულ დიალოგში, თემაზე – დედამიწის დაცვა და ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან.
დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან.