რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "The Sun" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
საყვარელი გუნდის გამო, ქომაგების გარკვეული კატეგორია ყველაფერზე მიდის. სწორედ ამ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ჯონ რეტერი – სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელმაც საყვარელი გუნდის პატივსაცემად ზურგზე "მანჩესტერის" ლოგო დაიხატა.
ტატუმ მისი ზურგი მთლიანად მოიცვა, მისი გაკეთება 16 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და დაახლოებით, ათასი გირვანქა-სტერლინგი დაჯდა.
საინტერესოა, რომ ტატუს გაკეთების მტკივნეული პროცესის დროს რეტერი ხელიდან არ უშვებდა სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიულ წიგნს.