მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილის, ბობი კრისტინა ბრაუნის გარდაცვალების მიზეზები უკვე დადგენილია, თუმცა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პათანატომიური შედეგები არ გასაჯაროვდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრმა სამედიცინო გაკვეთის შედეგების დალუქვის ბრძანება გასცა.
როგორც ცნობილია, ბობი კრისტინა ბრაუნი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 26 ივლისს, ატლანტაში, საკუთარი ბინის სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უიტნი ჰიუსტონიც, 2012 წელს სააბაზანოში დაიხრჩო. ის ლოს ანჯელესის სასტუმროში, გრემის დაჯილდოების ცერემონიალამდე 1 დღით ადრე გარდაიცვალა.
ბობი კრისტინა, უიტნი ჰიუსტონისა და ბობი ბრაუნის, R&B-ის მომღერლის, ერთადერთი შვილი იყო.
ის აგვისტოში, ნიუ ჯერსში, უესტფილდის სასაფლაოზე დედამისის გვერდით დაკრძალეს.