დღეს, დილით, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" მეკარე მიშიკო გოგუაძე, სოფელ შუხუთში, ავტოკატასტროფაში მოჰყვა.
ჩვენი ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც გოგუაძე მართავდა, ნაწვიმარ ასფალტზე მოცურდა, ორიენტაცია დაკარგა და ღობეს შეეჯახა.
გოგუაძე "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ცოტა ხნის წინ გვაცნობეს, რომ იგი გარდაიცვალა.
გოგუაძის გარდაცვალების ფაქტი "გურია ნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და გურიის გუბერნიაშიც დაუდასტურეს.
პ.ს. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, "გურია ნიუსს", აცნობეს, რომ გოგუაძეს კლინიკური სიკვდილი ჰქონდა და ის ამჟამად კომაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია სამ ოფიციალურ წყაროსთან იყო გადამოწმებული, "გურია ნიუსი" მკითხველს და გოგუაძის ახლობლებს ბოდიშს უხდის თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის გამო.