ლინდსი დევენპორტისა და კრის ევერტის მსგავსად, კინოკარიერაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი, რუსი მარია შარაპოვაც დაფიქრდა.
თუმცა, კოლეგებისგან განსხვავებით, სერიალების ნაცვლად, შარაპოვა მსახიობობას ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში გეგმავს.
"ამჟამად ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ ხდება: სპორტი, სარეკლამო კონტრაქტები და სხვა პროექტები, მომავალში კი არ გამოვრიცხავ, რომ ძალები კინემატოგრაფშიც მოვსინჯო და რომელიმე ჰოლივუდურ ფილმში ვითამაშო," – განუცხადა რუსულ მასმედიას მარია შარაპოვამ.