შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლაშა გ. ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ავტომობილი გაიტაცა, 100 მეტრის გავლის შემდეგ კორპუსის ეზოში გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა:
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, საღამოს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან "ფორდის" მარკის ავტომობილი გაიტაცა, დაახლოებით ასი მეტრის გავლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, გატაცებული ავტომობილი კი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობის (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით) ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", – აღნიშნულია განცხადებაში
Developed By Web Features 2024 © All rights reserved