პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა _ ერთმანეთს დავით ლორთქიფანიძე და აკაკი მინაშვილი დაუპირისპირდნენ.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, პარლამენტის გარეთ გამართული "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული იყო, სადაც მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.
ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ ხელისუფლების შეტევა თავისუფალ მედიაზე.
პარლამენტში სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ამ დრომდე ვერ იწყება.